Accentnews.ge
რომან გოცირიძე: თუ „ოცნება“ ევრორეკომენდაციებს არ შეასრულებს, პოლიტიკური ფასი უნდა გადაიხადოს

რომან გოცირიძე: თუ „ოცნება“ ევრორეკომენდაციებს არ შეასრულებს, პოლიტიკური ფასი უნდა გადაიხადოს

16/02/2024 08:01:48 პოლიტიკა

ძალიან კარგად ვიცით, რომ ის საკითხი, რომელიც ეხება არჩევნებს, სასამართლოს, არასდროს შესრულება, მაგრამ არის საკითხები, რაც საერთაშორისო თუ შიდა ზეწოლით, შესაძლებელია ნაწილობრივ მაინც შესრულდეს, - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ წევრმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, თუ „ოცნება“ ევრორეკომენდაციებს არ შეასრულებს, პოლიტიკური ფასი უნდა გადაიხადოს

„ერთი რამ ფაქტია, რომ რამდენჯერაც „ქართული ოცნება“ დარჩა მარტო და კომფორტში, ყოველთვის ეძლეოდა დემაგოგიის საშუალება, რომ ისინი თითქოს და რაღაცას ასრულებენ, ამიტომ უნდა იყო ყოველთვის აქ, ყოველთვის უნდა მიიღო მონაწილეობა და თუკი რეკომენდაციებს არ შეასრულებენ, ის მაინც ეცოდება ჩვენს მოქალაქეებს, რას აპირებენ. ის საკითხი, რომელიც ეხება არჩევნებს, სასამართლოს, არასდროს შესრულება და ეს ძალიან კარგად ვიცით, მაგრამ არის საკითხები, სადაც საერთაშორისო თუ შიდა ზეწოლის ძალით შესაძლებელია, რომ ნაწილობრივ მაინც შესრულდეს. ვენეციის კომისიის დასკვნა, რა თქმა უნდა, ასხამს ოპოზიციის წისქვილზე წყალს, ქვეყნისთვის საჭიროა და მის შესასრულებლად არა მარტო ოპოზიცია, არამედ ევროკავშირიც იქნება მონდომებული და თუ არ შეასრულებენ, მაშინ "ქართულ ოცნებას" ძვირი უნდა დაუჯდეს, პოლიტიკური ფასი უნდა გადაიხადოს," - განაცხადა გოცირიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S