Accentnews.ge
პაპუაშვილი – ნავალნის სიკვდილზე: კომენტარი ვერ მექნება

პაპუაშვილი – ნავალნის სიკვდილზე: კომენტარი ვერ მექნება

16/02/2024 17:52:08 პოლიტიკა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის რუსეთის ციხეში სიკვდილის საკითხზე "კომენტარი ვერ ექნება". ჟურნალისტმა პაპუაშვილს ჰკითხა, აპირებს თუ არა, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე სამძიმრის წერილის გამოქვეყნებას და მომხდარის შეფასებას. ასევე, შეიძლება ითქვას თუ არა, რომ ალექსეი ნავალნი პუტინის რეჟიმის მსხვერპლია?

"რაიმე კომენტარი ამ საკითხზე ვერ მექნება", - უპასუხა კითხვას პაპუაშვილმა.

47 წლის ალექსეი ნავალნის სიკვდილის ამბავი 16 თებერვალს, დღის მეორე ნახევარში გაავრცელა რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურმა.

უწყების მტკიცებით, ნავალნი გასეირნების შემდეგ გახდა ცუდად და გონება დაკარგა. ადგილზე მისულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა პატიმრის რეანიმირება ვერ შეძლეს.

პოლიტიკოსის ადვოკატმა ლეონიდ სოლოვიოვმა თქვა, რომ ადვოკატმა პატიმარი ოთხშაბათს მოინახულა და მაშინ ნავალნი თავს კარგად გრძნობდა. საზოგადოებრივი მონიტორინგის კომისიამაც განაცხადა, რომ ნავალნი ჯანმრთელობის პრობლემებს არ უჩიოდა. პროპაგანდისტული მედია ავიტარებს თრომბის ვერსიას.

თავად სიკვდილი და სიკვდილის მიზეზი ჯერ სხვა წყაროებით დადასტურებული არაა. ადვოკატები გაემგზავრნენ კოლონიაში.

ალექსეი ნავალნის დედამ დაწერა, რომ შვილი 12 თებერვალს მოინახულა და რომ ის "ცოცხალი, ჯანმრთელი, სიცოცხლით სავსე" იყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S