სიკორსკი – ზურაბიშვილს: თქვენ შეგიძლიათ, წვლილი შეიტანოთ სააკაშვილის გათავისუფლებაში
18/02/2024 10:36:31 პოლიტიკა
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ერთობლივ დისკუსიაში მონაწილეობის დროს, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მიმართა, რომ მნიშვნელოვანია, მიხეილ სააკაშვილს მოექცნენ სამართლიანად და რომ მის გათავისუფლებაში ზურაბიშვილს, როგორც პრეზიდენტს, შეუძლია საკუთარი წვლილის შეტანა.
„ჩვენ გვახსოვს, რომ ამ კონფერენციას ესწრებოდა ხოლმე თქვენი წინამორბედი, პრეზიდენტი სააკაშვილი. ბევრი ჩვენგანისთვის ის არის საქართველოს მოდერნიზების სიმბოლო. ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს კანონის უზენაესობას, მაგრამ ჩვენ ასევე ვფიქრობთ, რომ მის მიმართ მოპყრობა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია, მას მოექცნენ სამართლიანად და ალბათ, თქვენ შეგიძლიათ წვლილი შეიტანოთ მის გათავისუფლებაში. ამას მიესალმებიან ისინი, ვისაც საქართველოსთვის კარგი უნდათ“, - აღნიშნა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მიუნხენის უსაფრთოების კონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში სახელწოდებით „უფრო ღრმა, ფართო და უნარიანი ევროკავშირი“.


