ჯეიმს ო'ბრაიენი – ილია დარჩიაშვილს: აშშ მოუთმენლად ელის პრემიერ კობახიძის მთავრობასთან მუშაობას, მათ შორის საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის წინსვლისთვის
18/02/2024 11:08:29 პოლიტიკა
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი საქართევლოს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
"როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართული შეხვედრისას ვუთხარი, აშშ მოუთმენლად ელის მასთან და პრემიერ კობახიძის მთავრობასთან მუშაობას 2024 წელს, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების გასაძლიერებლად და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის წინსვლისთვის", – წერს ჯეიმს ო'ბრაიენი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში შეხვდა.


