Accentnews.ge
დარჩიაშვილმა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის აღმასრულებელ დირექტორმა, მათ შორის შავი ზღვის ეკონომიკურ პოტენციალზე გაამახვილეს ყურადღება

დარჩიაშვილმა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის აღმასრულებელ დირექტორმა, მათ შორის შავი ზღვის ეკონომიკურ პოტენციალზე გაამახვილეს ყურადღება

18/02/2024 12:56:19 პოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის აღმასრულებელ დირექტორს სკოტ ნეითანს შეხვდა.

საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.

"მხარეებმა ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის პრიორიტეტული მიმართულებები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს, მათ შორის, ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებისა და ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით. აღინიშნა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის მნიშვნელოვანი პოტენციალი სავაჭრო და ფინანსურ სექტორს შორის კავშირების გაძლიერების კუთხით. ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის მზარდ ეკონომიკურ პოტენციალზე და ხაზი გაესვა ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობას", – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ილია დარჩიაშვილმა, რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას ესწრება, უკვე გამართა გაცნობითი სახის შეხვედრა საფრანგეთის რესპუბლიკის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრ სტეფან სეჟურნესთან. გარდა ამისა, კონფერენციის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდა ევროპის მოკავშირეთა უმაღლეს მთავარსარდალსა და აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურს, გენერალ ქრისტოფერ კავოლის. ამასთან, მან შეხვედრები გამართა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენთან და გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს სახელმწიფო მინისტრ სუზანა ბაუმანთან.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 1963 წლის შემოდგომაზე დაარსდა და წელს მისი 60 წლის იუბილე აღინიშნება. მასში მსოფლიო ლიდერები ყოველწლიურად მონაწილეობენ საერთაშორისო უსაფრთხოების ყველაზე აქტუალურ საკითხებზე დისკუსიებისთვის.

2023 წელს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში საქართველოს იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S