ანა ნაცვლიშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირის 9 რეკომენდაციის დარღვევა დაიწყო
19/02/2024 08:00:57 პოლიტიკა
"ლელოს“ წევრი დეპუტატის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირის 9 რეკომენდაციის დარღვევა დაიწყო.
„საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები, რომელსაც ახლა "ქართული ოცნება" მესამე მოსმენით დაუჭერს მხარს, არის ევროკავშირის 9 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი რეკომენდაციის უხეში დარღვევა. ეს ეწინააღმდეგება საქართველოს მოქალაქეების გაცხადებულ ნებას და დავალებას, რომელიც მან მისცა თითოეულ სახელმწიფო ორგანოს. „ქართული ოცნება“ არათუ არ ასრულებს რეკომენდაციებს, არამედ ის უხეშად არღვევს ერთ- ერთ მთავარ რეკომენდაციას. გასაგებია, რომ ამის უკან დგას შიში სამართლიანი არჩევნების მიმართ“,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.


