Accentnews.ge
ბორელი: კობახიძისადმი მთავარი გზავნილი იქნება, გააგრძელონ მუშაობა ევროპულ გზაზე, ისინი კარგად მუშაობენ

ბორელი: კობახიძისადმი მთავარი გზავნილი იქნება, გააგრძელონ მუშაობა ევროპულ გზაზე, ისინი კარგად მუშაობენ

19/02/2024 11:36:09 პოლიტიკა

ხვალ შევხვდებით საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მთავარი გზავნილი იქნება, მოვუწოდოთ, გააგრძელონ მუშაობა ევროპულ გზაზე, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

კითხვაზე, "რა იქნება ევროკავშირის მთავარი გზავნილი საქართველოს ახალ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრისას?", ბორელმა შემდეგი განაცხადა:

„ხვალ შევხვდებით თქვენს პრემიერ– მინისტრს. მთავარი გზავნილი იქნება, მოვუწოდოთ, გააგრძელონ მუშაობა ევროპულ გზაზე. ისინი კარგად მუშაობენ და ქართული საზოგადოების მხრიდან არის ძლიერი მხარდაჭერა. ეს არის კარგი მომენტი საქართველოსთვის“.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პირველი ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S