ლევან ხაბეიშვილი: თუ პრეზიდენტი სააკაშვილი თავისუფალი იქნება, ეს მხოლოდ გააჯანსაღებს გარემოს
19/02/2024 11:45:45 პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, თუ პატიმრობაში მყოფი ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავისუფალი იქნება, ეს მხოლოდ გააჯანსაღებს გარემოს.
როგორც მან აღნიშნა, "მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საჯაროდ, ღიად, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მოსთხოვეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება".
"თუ სალომე ზურაბიშვილს აქვს რაიმე ევროპული ღირებულება და თვლის, რომ დადებითი როლი უნდა შეასრულოს საქართველოს ევროპული მომავლისთვის მას შეუძლია პრეზიდენტი სააკაშვილი გაათავისუფლოს და აღადგინოს სტატუს კვო. აღადგინოს იმიტომ, რომ პრეზიდენტ სააკაშვილი აბსოლუტურად უსამართლოდ იხდის სასჯელს. ჩვენს ხალხს უნდა ეკონომიკური დოვლათი და უნდა, რომ ამ ქვეყნიდან არ გაიქცნენ. ასევე, ღირსეული სამუშაო ადგილები და ეს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, ამაზე უნდა დარდობდნენ. ასევე, მნიშვნელოვანია, მათი სადარდებელი იყოს ის, რომ ნორმალურ, კონკურენტუნარიან გარემოში არჩევნები ჩატარდეს და რატომ ღელავენ? თუ პრეზიდენტი სააკაშვილი იქნება თავისუფალი, ეს მხოლოდ გააჯანსაღებს გარემოს და მიცემს მათ მთავარ კონკურენტს შესაძლებლობას, შეხვდეს ხალხს და ხალხმა გადაწყვიტოს, ვინ უნდა? როგორ უნდა? და რა ხელისუფლება უნდა? ამიტომ მე მოვუწოდებ სიმშვიდისკენ, ნუ ნერვიულობენ, ნუ ღელავენ და სალომე ზურაბიშვილმა მიიღოს ერთადერთი გადაწყვეტილება, გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი, რომელიც აბსოლუტურად უსამართლოდ იხდის სასჯელს“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.


