Accentnews.ge
სამხარაძე მიიჩნევს, რომ ზურაბიშვილსა და ზელენსკის შორის კარგი იქნებოდა ოფიციალური შეხვედრა

სამხარაძე მიიჩნევს, რომ ზურაბიშვილსა და ზელენსკის შორის კარგი იქნებოდა ოფიციალური შეხვედრა

19/02/2024 14:00:46 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" წევრი ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და უკრაინის ლიდერ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის შესახებ ინფორმაცია არ მიუღია.

იგი მიიჩნევს, რომ ზურაბიშვილსა და ზელენსკის შორის კარგი იქნებოდა ოფიციალური შეხვედრა.

"რაც შეეხება პრეზიდენტების შეხვედრას - სიმართლე გითხრათ, ოფიციალური ინფორმაცია სალომე ზურაბიშვილისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის შესახებ არ მიმიღია. კადრები ვნახეთ კონფერენციის ერთ-ერთი პანელის დასრულების შემდეგ, გამოლაპარაკების კადრები. თუ შეხვედრა შედგა, კარგია, მიმაჩნია, რომ კარგი იქნებოდა, მაგრამ კიდევ ვამბობ, რომ ეს ოფიციალური შეხვედრა პრეზიდენტებს შორის არ ყოფილა. გამოლაპარაკება კი ნებისმიერ ადგილას შეიძლება", -განაცხადა სამხარაძემ.

17 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში სალომე ზურაბიშვილი და ვოლოდიმირ ზელენსკი ერთმანეთს მიესალმნენ და მათ შორის მცირე კომუნიკაცია შედგა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S