Accentnews.ge
ეკა ხერხეულიძე: სააკაშვილის მკვლელობის რისკი ძალიან რეალურია, მივმართავ სალომე ზურაბიშვილს, გადადგით ნაბიჯი და საქართველო იხსენით რეალური საფრთხისგან

ეკა ხერხეულიძე: სააკაშვილის მკვლელობის რისკი ძალიან რეალურია, მივმართავ სალომე ზურაბიშვილს, გადადგით ნაბიჯი და საქართველო იხსენით რეალური საფრთხისგან

20/02/2024 09:32:07 პოლიტიკა

სააკაშვილის მკვლელობის მაღალი რისკი არის ძალიან რეალური, მივმართავ სალომე ზურაბიშვილს, გადადგით ნაბიჯი და საქართველო იხსენით რეალური საფრთხისგან,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ეკა ხერხეულიძემ პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ხერხეულიძე აცხადებს, რომ "წინა კვირას ნავალნის მკვლელობის შემდეგ სააკაშვილის საკითხი აქტუალური გახდა, რადგან საქართველოში არჩევნები ახლოვდება და პუტინის სურვილები მასთან მიმართებით დაუკმაყოფილებელია".

"ჩვენ ყველას ერთად გვახსოვს მკვლელობის შემკვეთის, პუტინის განცხადებები, თანაბარ პირობებში და უფრო ხშირად მიხეილ სააკაშვილის სახელის და გვარის ხსენების დროს საქართველოსთან მიმართებით ნებისმიერი განცხადების გაკეთებისას. გავიხსენოთ 2012 წელი - როცა ამ ცივსისხლიან მკვლელს დაუსვეს კითხვა სააკაშვილზე, მან ჟურნალისტს უპასუხა -„ საქართველოში როდის არის არჩევნები, შემახსენეთ“. ეს იყო მისი პასუხი. დღეს ჩვენ ძალიან მალე ვდგავართ არჩევნების მიჯნაზე და რა თქმა უნდა, პუტინის სურვილები დაუკმაყოფილებელია სააკაშვილთან მიმართებით. არანაირი მნიშვნელობა და ფასი არ აქვს ქართველი სამამულო ექსპერტების წიაღსვლებსა და დასკვნებს მასთან მიმართებით, რადგან საერთაშორისო თანამეგობრობა სრულად საღად აფასებს რისკს და საშიშროებას. როცა პუტინი ღიად საუბრობს საკუთარ მტერზე, არანაირი მოსაზრება ანგარიშგასაწევი არ არის და არ არის რელევანტური ჩვენი ოპონენტების შეხედულებები მიხეილ სააკაშვილზე. სააკაშვილის გარდა ის მტრად არ აღიარებს „ქართული ოცნების“ არც ერთ წარმომადგენელს. ამიტომ სამიზნე დღეს "ვივამედში" იმყოფება და მისი უსაფრთხოების, მკვლელობის მაღალი რისკი არის ძალიან რეალური. თუ ჩვენ ვიმსჯელებთ, რომ ის უკეთ გამოიყურება, ვიდრე წინა პერიოდში, მინდა შეგახსენოთ, რომ ნავალნი სიკვდილის წინა დღეს საიმედოდ გამოიყურებოდა, მაგრამ მეორე დღეს საზოგადოებას ამცნეს, რომ ის თრომბით გარდაიცვალა, ჩვენ ამ საფრთხისგან არ ვართ შორს მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით. ამიტომ მივმართავ სალომე ზურაბიშვილს, ან შიში პუტინისადმი, როგორც ცივსისხლიანი მკვლელისადმი ან თქვენი გამბედაობა. გადადგით ნაბიჯი და საქართველო იხსენით რეალური საფრთხისგან,“- განაცხადა ხერხეულიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S