Accentnews.ge
ლუკაშენკოს პროგნოზით, საქართველოს და მოლდოვასაც "ჩაითრევენ"  NATO-ში

ლუკაშენკოს პროგნოზით, საქართველოს და მოლდოვასაც "ჩაითრევენ"  NATO-ში

20/02/2024 11:53:18 პოლიტიკა

ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი ალექსანდრ ლუკაშენკო პროგნოზირებს, რომ „კოლექტიური დასავლეთის მადა და აქტიურობა მხოლოდ გაიზრდება“.

„ჩვენ რეალურად ვიმყოფებით დიდი გაჭიანურებული სამხედრო-პოლიტიკური კრიზისის ეპიცენტრში, სადაც შიში და მშვიდობა დაშინების მეთოდებად გამოიყენება. პროგნოზები იმედგაცრუებულია. კოლექტიური დასავლეთის მადა და აქტიურობა მხოლოდ გაიზრდება. ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები გააგრძელებენ ნატოს გაფართოებას. მათთვის მდგომარეობა უფრო მეტად ხელსაყრელია. გულწრფელად ვიტყვი, ზედმეტი დიპლომატიის გარეშე: თითქმის ყველა ევროპელი ლიდერი აშშ–ის გავლენის ქვეშაა. ვისი პოლიტიკა, ვისი ინტერესები დომინირებს ევროკავშირის ტერიტორიაზე, ეჭვგარეშეა“, - განაცხადა მან ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო სააგენტოების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე.

გარდა ამისა, ლუკაშენკო უსაფუძვლოდ მიიჩნევს შიშებს მესამე მსოფლიო ომის შესაძლო დაწყების თაობაზე,– წერს ბელარუსის სახელმწიფო სააგენტო "ბელტა".

„ფინეთის, ახლა კი შვედეთის ნატოში შესვლა აღმოსავლეთით გაფართოების შემდეგი ეტაპია. ისინი ალიანსში ბოსნია და ჰერცეგოვინას, მოლდოვას, საქართველოს და სერბეთს ჩაითრევენ. და ეს ყველაფერი უკრაინის სცენარის მიხედვით მოხდება“, - დასძინა ლუკაშენკომ.

მან ასევე განაცხადა, რომ ქვეყანა აძლიერებს სამხედრო-ტექნიკურ პოტენციალს. კერძოდ, ბელარუსში შევიდა ორი S-400 საზენიტო-სარაკეტო დივიზია და ისკანდერ-M სარაკეტო სისტემების ორი დივიზია.

ინფორმაციისთვის: საქართველომ ნატო–ში წევრობაზე განაცხადი 20 წლის წინ გააკეთა, 2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე მიიღო დაპირება, რომ აუცილებლად გახდება ალიანსის წევრი. სოციალური გამოკითხების მიხედვით, საქართველომ ამ სწრაფვას სტაბილურად მაღალი მხარდაჭერა აქვს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S