Accentnews.ge
ვარჰეი: საჭიროა, შესრულდეს გაფართოების შესახებ 2023 წლის ანგარიშის რეკომენდაციებში წარმოდგენილი ცხრა ნაბიჯი

ვარჰეი: საჭიროა, შესრულდეს გაფართოების შესახებ 2023 წლის ანგარიშის რეკომენდაციებში წარმოდგენილი ცხრა ნაბიჯი

20/02/2024 12:42:15 პოლიტიკა

ევროკომისარი სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს რიგით მერვე სხდომის დასრულების შემდეგ სოცილაურ ქსელში წერს, რომ "საჭიროა, შესრულდეს გაფართოების შესახებ 2023 წლის ანგარიშის რეკომენდაციებში წარმოდგენილი ცხრა ნაბიჯი".

"დღევანდელ სხდომაზე ჩვენ განვიხილეთ ევროპული საბჭოს 2023 წლის დეკემბრის გადაწყვეტილების შემდგომი ეტაპი. საჭიროა, შესრულდეს გაფართოების შესახებ 2023 წლის ანგარიშის რეკომენდაციებში წარმოდგენილი ცხრა ნაბიჯი. ჩვენ ვაგრძელებთ ევროკავშირის გზაზე საქართველოს მხარდაჭერას“, – აცხადებს ოლივერ ვარჰეი.

მისი თქმით, დისკუსიის დროს საქართველოსთან შეთანხმდნენ, რომ დაჩქარდება ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის შესრულება.

„დისკუსიის დროს ჩვენ შევთანხმდით საქართველოსთან, დავაჩქაროთ ჩვენი ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის შესრულება. ჩვენს დაკავშირებულობის დღის წესრიგს აქვს შავი ზღვის ორივე მხარეს მცხოვრები მრავალი ადამიანის ცხოვრების გაუმჯობესების უზარმაზარი პოტენციალი“, – აცხადებს ოლივერ ვარჰეი.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით სამთავრობო დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომაში, რომელიც ბრიუსელში ევროპულ საბჭოში გაიმართა.

მისივე ინფორმაციით, სხდომაზე ევროკავშირის დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S