Accentnews.ge
ვარჰეი: წევრობისთვის მკაფიო პირობებია განსაზღვრული, თუ საქართველო დააკმაყოფილებს ყველა პირობას, მაშინ ევროკავშირიც მზად უნდა იყოს ქვეყნის მისაღებად

ვარჰეი: წევრობისთვის მკაფიო პირობებია განსაზღვრული, თუ საქართველო დააკმაყოფილებს ყველა პირობას, მაშინ ევროკავშირიც მზად უნდა იყოს ქვეყნის მისაღებად

20/02/2024 14:03:03 პოლიტიკა

საქართველო თუ ყველა პირობას დააკმაყოფილებს, მაშინ ევროკავშირიც მზად უნდა იყოს საქართველოს მისაღებად, – ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჯოზეფ ბორელთან ერთად გამართულ პრეს–კონფერენციაზე ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

როგორც ვარჰეიმ აღნიშნა, წევრობისთვის ნათელი და მკაფიო პირობებია განსაზღვრული.

„მიმაჩნია, რომ შესაძლებლობების ეს ფანჯარა თავისთავად ახლა იქმნება. შეიძლება, ძალიან ადრეული იყოს იმის თქმა, როდის მოხდება ეს ყველაფერი, მაგრამ ჩვენი მხრიდან, კომისიის მხრიდან ყველაფერს ვაკეთებთ, რათა კანდიდატებისთვის ყველაფერი იყოს გაკეთებული, იმისთვის, რომ მოემზადონ 2030 წლისთვის, თუ 2030 წელი იქნება. თუ მანამდე მოხდება, მანამდე იქნება, მაგრამ ნათელი და მკაფიო პირობებია განსაზღვრული წევრობისთვის. მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება ქვეყანა წევრი, როდესაც შეასრულებს ყველა პირობას. საქართველო 2030 წლისთვის თუ იქნება მზად და ყველა პირობას დააკმაყოფილებს, მაშინ ევროკავშირიც მზად უნდა იყოს საქართველოს მისაღებად 2030 წლისთვის, რადგან ეს ორმხრივი მიმართულებაა, კანდიდატი თუ ცდილობს, მაშინ ევროკავშირიც უნდა ეცადოს“, – განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S