ირაკლი კობახიძე: ჩვენი უახლოესი მიზანია, დავიწყოთ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები
20/02/2024 15:24:37 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ქვეყნის უახლოესი მიზანია, დაიწყოს ევროკაშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები.
მისივე თქმით, საქართველო ევროკავშირის საიმედო პარტნიორად რჩება რეგიონში.
„საქართველო ევროკავშირის საიმედო პარტნიორად რჩება რეგიონში, რომელიც მნიშვნელოვანი გამოწვევებით გამოირჩევა. ჩვენი მიზანია წვლილი შევიტანოთ რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და დემოკრატიული პროცესის განვითარებაში. გავაგრძელებთ მჭიდრო ურთიერთობებს ჩვენს ევროკავშირელ პარტნიორებთან და პროცესი, რომელიც ჩვენ განვიხილეთ, ეკონომიკური და დაკავშირებადობის პროცესი, ხელშესახებ შედეგებს მოუტანს როგორც რეგიონს, ასევე ევროპას. ჩვენ ასევე განვიხილეთ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხი და მიმდინარე ოკუპაციის შედეგები. მინდა დავადასტურო მადლიერება ევროკავშირის მიმართ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის, ასევე იმ წვლილისთვის, რაც კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაში ევროკავშირს შეაქვს“, - აღნიშნა პრემიერმა.
იმისთვის, რომ საქართველო შემდეგ, ანუ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ეტაპზე გადავიდეს, უნდა შეასრულოს 9 პირობა და საქართველოს დელეგაციას ეს კიდევ ერთხელ შეახსენეს ბრიუსელში.


