Accentnews.ge
ირაკლი კობახიძე კრიზისების მართვის საკითხებში ევროკომისარს შეხვდა

ირაკლი კობახიძე კრიზისების მართვის საკითხებში ევროკომისარს შეხვდა

20/02/2024 19:09:44 პოლიტიკა

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძე კრიზისების მართვის საკითხებში ევროკომისარ იანეზ ლენარჩიჩთან გამართა შეხვედრა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერმა ევროკავშირის სამოქალაქო უსაფრთხოების მექანიზმში საქართველოს მონაწილეობის საკითხი განიხილა.

მათივე ცნობით, ევროკომისარი მიესალმა საქართველოს მიერ ევროკავშირის სამოქალაქო უსაფრთხოების მექანიზმში ჩასართავად გადადგმულ ნაბიჯებს.

„მან პრემიერ-მინისტრს გადასცა ევროკავშირის სამოქალაქო მექანიზმში საქართველოს მონაწილეობის შესახებ გზამკვლევი, რაც მოიცავს მექანიზმის წევრობის მთავარ კრიტერიუმებს, გაწევრიანების პროცესის მხარდამჭერ ინსტრუმენტებსა და ეტაპებს",– ნათქვამია ოფიციალურ შეტყობნებაში.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს მიერ გატარებულ რეფორმებსა და ამ მიმართულებით ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესზე.

"პრემიერ-მინისტრმა დეტალურად ისაუბრა საქართველოს ევროპასთან დაახლოების გზაზე როგორც საკანონმდებლო, ისე ინსტიტუციურ დონეზე გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე და აღნიშნა, რომ შემდგომი პროგრესის მისაღწევად საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს. იანეზ ლენარჩიჩმა ირაკლი კობახიძეს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მხარდაჭერა დაუდასტურა”, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S