იანეზ ლენარჩიჩი: საქართველოს პროგრესი სამოქალაქო დაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაში შთამბეჭდავია
21/02/2024 05:35:39 პოლიტიკა
საქართველოს პროგრესი სამოქალაქო დაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაში შთამბეჭდავია, - ამის შესახებ ევროკომისართან კრიზისების მართვის საკითხებში იანეზ ლენარჩიჩი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ევროკომისარი აღნიშნავს, მან საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზში გაწევრიანებისკენ გზამკვლევი გადასცა.
„საქართველოს პროგრესი სამოქალაქო დაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაში შთამბეჭდავია. დღეს მე გადავეცი გზამკვლევი ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზში გაწევრიანებისკენ პრემიერ ირაკლი კობახიძეს. პირველი ნაბიჯი ევროპის კატასტროფების მართვის შემდგომი გაძლიერებისკენ“, - აღნიშნავს ევროკომისარი.


