ნინო წილოსანი პარლამენტის ვიცე-სპიკერი გახდა
21/02/2024 08:56:27 პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ დეპუტატი ნინო წილოსანი პარლამენტის ვიცე-სპიკერი გახდა. მანამდე მას აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა.
წილოსანმა პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოსტზე ირაკლი ჩიქოვანი შეცვალა, რომელიც თავდაცვის მინისტრად დაინიშნა და პარლამენტი დატოვა.
“ქართული ოცნების“ შემადგენლობიდან პარლამენტის სპიკერატში სულ ოთხი ვიცე-სპიკერია: გია ვოლსკი, არჩილ თალაკვაძე, გიორგი კახიანი და ნინო წილოსანი.
რაც შეეხება ოპოზიციას, იმის მიუხედავად, რომ რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის სპიკერატში ოპოზიციისთვის სამი ვიცე-სპიკერის პოსტია განსაზღვრული, პარლამენტს ოპოზიციის კვოტით მხოლოდ ერთი ვიცე-სპიკერი - "ევროპელ სოციალისტი" დეპუტატი ავთანდილ ენუქიძე ჰყავს არჩეული. გასულ წელს ფრაქცია "ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტს ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე ასარჩევად ლევან ბეჟაშვილის კანდიდატურა წარუდგინა, თუმცა უმრავლესობა ბეჟაშვილის არჩევის საკითხს მხარს არ უჭერს. პარლამენტში ოპოზიციის ორი ვიცე-სპიკერის პოსტი ვაკანტურია.


