აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ გელა სამხარაული აირჩიეს
21/02/2024 09:45:08 პოლიტიკა
პარლამენტმა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე დეპუტატი გელა სამხარაული აირჩია.
ამ პოზიციაზე მან ნინო წილოსანი ჩაანაცვლა, რომელიც პარლამენტის ვიცე–სპიკერი გახდა.
სამხარაული ახალ თანამდებობაზე ფრაქცია “ქართული ოცნებამ“ წარადგინა. კანდიდატურას 80-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.


