აშშ-ის ელჩი: ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერა
21/02/2024 10:34:26 პოლიტიკა
ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერა, - განაცხადა საქართველოში აშშ–ის ელჩმა რობინ დანიგანმა და დასძინა, გვსურს, რომ საქართველო იყოს ევროკავშირის წევრი.
დიპლომატმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსა და აშშ-ს სხვადასხვა მიმართულებით მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ.
„აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ძალზე ძლიერია და ის მოიცავს მთელ რიგ მიმართულებებს: უსაფრთხოება, განათლება, ჯანდაცვა, და ასევე, ძალიან მტკიცე ხალხთაშორისი კავშირები. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერა. ჩვენ გვსურს, რომ საქართველო იყოს ევროკავშირის წევრი. ერთ-ერთი პირველი, რაც საქართველოში ჩამოსვლისას გავაკეთე, ბრიუსელში ვიზიტი იყო, რათა ევროკავშირთან საქართველოს კანდიდატობის სტატუსზე მესაუბრა. ძალიან მოხარული ვარ, რომ პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტი არის ბრიუსელში, სადაც ის დღეს იმყოფება საქართველოს ევროკავშირის კანდიდატობაზე სასაუბროდ. იმედი მაქვს, მომავალ წლებში ჩვენ ვიხილავთ საქართველოს ევროკავშირის წევრად“, - განაცხადა ელჩმა.


