Accentnews.ge
ვახტანგ მახარობლიშვილი:ევროპარლამენტის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერს აღუთქვა მხარდაჭერა,  მათ შორის, 9 ნაბიჯის განხორციელების პროცესში

ვახტანგ მახარობლიშვილი:ევროპარლამენტის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერს აღუთქვა მხარდაჭერა,  მათ შორის, 9 ნაბიჯის განხორციელების პროცესში

21/02/2024 11:21:57 პოლიტიკა

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიულოცა ევროპული საბჭოს დეკემბრის გადაწყვეტილება და აღუთქვა მხარდაჭერა იმ პროცესებში, რომელიც მიმდინარეობს და რომელიც შემდგომში უნდა განხორციელდეს, მათ შორის, რა თქმა უნდა, ცხრა ნაბიჯის განხორციელების პროცესში, - ამის შესახებ ევროკავშირთან საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, "ევროპარლამენტი არის ევროკავშირის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტი, შესაბამისად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ევროპარლამენტის პრეზიდენტთან იყო ძალიან მნიშვნელოვანი".

„ევროპარლამენტი არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტი ევროკავშირის, შესაბამისად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ევროპარლამენტის პრეზიდენტთან იყო ბუნებრივია ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან საინტერესო. მნიშვნელოვანია, აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიულოცა ევროპული საბჭოს დეკემბრის გადაწყვეტილება და აღუთქვა მხარდაჭერა იმ პროცესებში, რომელიც მიმდინარეობს და რომელიც შემდგომში უნდა განხორციელდეს, მათ შორის, რა თქმა უნდა, ცხრა ნაბიჯის განხორციელების პროცესში”,- განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S