რობერტა მეცოლა: აუცილებელი რეფორმები იქნება მთავარი, რადგან საქართველო მიიწევს ევროპულ გზაზე
21/02/2024 12:49:01 პოლიტიკა
ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„კარგი შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან. ევროპარლამენტი სრულად უჭერს მხარს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს. აუცილებელი რეფორმები იქნება მთავარი, რადგან საქართველო მიიწევს ევროპულ გზაზე“, -წერს რობერტა მეცოლა.


