Accentnews.ge
NATO მოუწოდებს რუსეთს, დაიცვას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა

NATO მოუწოდებს რუსეთს, დაიცვას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა

21/02/2024 13:52:59 პოლიტიკა

NATO მოუწოდებს რუსეთს, დაიცვას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, - ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.

"საქართველო NATO–ს ახლო პარტნიორია და ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ალიანსი კვლავ მოუწოდებს რუსეთს, გააუქმოს საქართველოს ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება. რუსეთის მხრიდან ნებისმიერი მუქარა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ანექსიის შესახებ მიუღებელია", – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S