Accentnews.ge
სტოლტენბერგი: "ჩვენი სურვილია, საქართველოს სწორი მიმართულებით მოძრაობდეს"

სტოლტენბერგი: "ჩვენი სურვილია, საქართველოს სწორი მიმართულებით მოძრაობდეს"

21/02/2024 15:05:01 პოლიტიკა

ნატო–ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსის სურვილია, საქართველოს სწორი მიმართულებით მოძრაობდეს.

ამის შესახებ მან საქართველოს-პრემიერ მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.

"ახლა საქართველოსთვის მნიშვნელოვანია გააგრძელოს და დააჩქაროს შიდა რეფორმები და მხარი დაუჭიროს დემოკრატიულ ღირებულებებს. ჩვენი სურვილია, საქართველოს სწორი მიმართულებით მოძრაობდეს. მეტი დემოკრატიისკენ და კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკურ ოჯახში სრულფასოვანი წევრობისათვის. ნატო თქვენთან ერთად დგომას განაგრძობს ამ მისწრაფებების შესრულების პროცესში”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S