Accentnews.ge
სტოლტენბერგი: ვიმედოვნებ, თბილისი გააძლიერებს რეფორმებს

სტოლტენბერგი: ვიმედოვნებ, თბილისი გააძლიერებს რეფორმებს

21/02/2024 16:57:52 პოლიტიკა

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„მოხარული ვარ, ვუმასპინძლო ირაკლი კობახიძეს ნატო-ში. საქართველო არის ღირებული პარტნიორი და ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მივესალმები საქართველოს მხარდაჭერას უკრაინის მიმართ. ამასთან, ვიმედოვნებ, თბილისი გააძლიერებს რეფორმებს ევროატლანტიკურ ოჯახში სრული წევრობის გზაზე“, – წერს იენს სტოლტენბერგი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S