Accentnews.ge
პაპუაშვილი: სასურველია, თუ NATO ევროკავშირს მიბაძავს და გაწევრების 9 კრიტერიუმს შემოგვთავაზებს

პაპუაშვილი: სასურველია, თუ NATO ევროკავშირს მიბაძავს და გაწევრების 9 კრიტერიუმს შემოგვთავაზებს

22/02/2024 09:11:58 პოლიტიკა

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, კარგი იქნება თუ NATO ევროკავშირს მიბაძავს და გაწევრების 9 კრიტერიუმს შემოგვთავაზებს. ამის შესახებ მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომელზეც 2023 წლის საქმიანობის ანგარიშს წარადგენს.

„საქართველო ევროკავშირის გზაზე არავის ეჯიბრება, რის წარმოჩენასაც ესოდენ დაბეჯითებით, მაგრამ ამაოდ ცდილობს ოპოზიცია. ობიექტური პარამეტრების უმრავლესობის მიხედვით, საქართველო დღესაც ევროკავშირის ბევრ კანდიდატ ქვეყანაზე წინაა, მაგრამ ეს არ არის ჩვენი თვითმიზანი. ჩვენი უმთავრესი მიზანი ევროკავშირის წევრობაა. სასურველია, თუ ევროკავშირის მაგალითს NATO-ც მიბაძავს და საქართველოს გაწევრების 9 კრიტერიუმს შესთავაზებს, რომელთა შესრულებას ჩვენს ქვეყანას ისე დააახლოებს ალიანსთან, როგორც ევროკავშირის შემთხვევაში მოხდა”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S