მელიას მხარდამჭერებმა ენმ-ის ზუგდიდის ორგანიზაცია დატოვეს
22/02/2024 16:40:19 პოლიტიკა
პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაცია 14-მა წევრმა დატოვა.
როგორც მათ ერთობლივ ბრიფინგზე განმარტეს, ახალ ხელმძღვანელობასთან აზრთა სხვადასხვაობა.
ისინი პარტიის ყოფილი თავმჯდომარის ნიკა მელიას გუნდს უერთდებიან:
"პარტიაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, დავტოვეთ პარტია ენმ და გადავდივართ მელიასთან ერთად ბრძოლაში. წელს არის საარჩევნო წელი, ჩვენ ვიბრძოლებთ ნიკა მელიასთან ერთად ღირსებითა და სიმართლით, ვაპირებთ ოლიგარქის წინააღმდეგ ბრძოლას და დამარცხებას ბიძინა ივანიშვილის".


