პრემიერ-მინისტრი აშშ-ის ელჩს შეხვდა
23/02/2024 09:27:43 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში აშშ-iს ელჩ რობინ დანიგანს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის საკითხთა ფართო სპექტრი და თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები.
"აღინიშნა, რომ საქართველო რჩება დემოკრატიული რეფორმების შემდგომი წინსვლის, ინსტიტუტების გაძლიერებისა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ერთგული.
მხარეებმა დაადასტურეს ქვეყნებს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებისა და კიდევ უფრო გააქტიურების მზადყოფნა", – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


