Accentnews.ge
ირაკლი კობახიძემ იუნკერთა  მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას  პატივი მიაგო

ირაკლი კობახიძემ იუნკერთა  მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას  პატივი მიაგო

23/02/2024 09:31:08 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 1921 წლის თებერვალში კოჯორ-ტაბახმელასთან დაღუპულ იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერმა პარლამენტის თავმჯდომარესთან − შალვა პაპუაშვილთან ერთად იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო. ირაკლი კობახიძე პარლამენტში არსებულ ხარების სახელობის სამლოცველოში იუნკერთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდსაც დაესწრო.

მისი ინფორმაციით, ღონისძიებაზე ასევე იმყოფებოდნენ ვიცე-პრემიერი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, თბილისის მერი კახა კალაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S