Accentnews.ge
პრემიერი: სამთავრობო ცვლილებები არ იგეგემება

პრემიერი: სამთავრობო ცვლილებები არ იგეგემება

23/02/2024 10:22:08 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, სამთავრობო ცვლილებები არ იგეგემება. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.

კერძოდ, ჟურნალისტები დაინტერესდნენ, შეიცვლება თუ არა რომელიმე მინისტრი, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი 2024 წლის არჩევნებამდე.

პრემიერის თქმით, ილია დარჩიაშვილმა ბრიუსელში ახლახანს გამართული ვიზიტისას კარგად წარმოადგინა საქართველო და ამსგავსი არაფერი იგეგემება:

"ილია დარჩიაშვილი იყო წარმოდგენილი დელეგაციაში და ძალიან კარგად წარმოადგინა მან საქართველოს ინტერესები ამ ვიზიტის ფარგლებში და კიდევ ერთხელ მინდა, მას მადლობა გადავუხადო. ასევე, კიდევ ერთხელ მინდა მკაფიოდ განვაცხადო, რომ არავითარი პერსონალური ცვლილებები მთავრობაში არ იგეგმება. გეგმაში ასეთი რამ არ არის - დანარჩენი, ახლა, 1-2 და სამ წელიწადში თუ რამე ცვლილება მოხდება, ეს არ არის მარტო ჩვენზე დამოკიდებული. არსად არ ვრცელდება ასეთი საუბარი, თქვენ ავრცელებთ ახლა ამ საუბარს. სრული გულწრფელობით შემიძლია გითხრათ, რომ არანაირი კონსულტაციები სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით არ წარმოებს".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S