ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილის ხედვაზეა დამოკიდებული ჩაერთვება თუ არა იგი საარჩევნო კამპანიაში
23/02/2024 10:26:52 პოლიტიკა
პრემიერ–მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ხედვაზეა დამოკიდებული ჩაერთვება თუ არა იგი საარჩევნო კამპანიაში. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.
"ეს არის მასზეა დამოკიდებული, ეს მის ხედვაზეა დამოკიდებული. ჯერ– ჯერობით არ გვქონია საუბარი საარჩევნო კამპანიის დაგეგმვის სპეციფიკაზე. გვექნება შეკრებები, დაიგეგმება დაარჩევნო კამპანია. პირველ რიგში, მასზე იქნება დამოკიდებული ის, თუ როგორ ხედავს იგი საკუთარ თავს საარჩევნო კამპანიის პროცესში. დაველოდებით მის მოსაზრებას", - განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.


