Accentnews.ge
პრემიერი: ევროპარლამენტმა 2022 წელს 3 უსამართლო რეზოლუცია მიიღო, ასეთი დოკუმენტები უკვე დიდი ხანია, აღარ მიიღება, კარგია, რომ ჩვენმა რეაქციამ გავლენა იქონია პროცესების სწორად განვითარებაზე

პრემიერი: ევროპარლამენტმა 2022 წელს 3 უსამართლო რეზოლუცია მიიღო, ასეთი დოკუმენტები უკვე დიდი ხანია, აღარ მიიღება, კარგია, რომ ჩვენმა რეაქციამ გავლენა იქონია პროცესების სწორად განვითარებაზე

23/02/2024 10:45:32 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი კობახიძის შეფასებით, "ევროპარლამენტმა 2022 წელს სამი აბსოლუტურად უსამართლო რეზოლუცია მიიღო".

პრემიერი ამბობს, რომ "ასეთი რეზოლუციები უკვე დიდი ხანია, აღარ მიიღება" და მიიჩნევს, რომ აღნიშნული "ქართული ოცნების" რეაქციის" შედეგია.

,"ქალბატონ რობერტა მეცოლასთან შეხვედრას რაც შეეხება, ჩვენ გვქონდა ძალიან გულწრფელი საუბარი ყველა თემასთან დაკავშირებით, მათ შორის კონკრეტულად ამ საკითხზე, რაც უკავშირდება იმ გაუგებრობებს, რომლებიც არსებობდა საქართველოს პარლამენტსა და ევროპარლამენტს შორის. სხვათა შორის, პირველი მან ახსენა ეს საკითხი და მადლობა მას ამისთვის. თქვენ გახსოვთ, მიღებულ იქნა 2022 წელს სამი სხვადასხვა რეზოლუცია, რომელიც იყო აბსოლუტურად უსამართლო და ჩვენ მოგვიწია, რა თქმა უნდა, ამ უსამართლო რეზოლუციების გაკრიტიკება და მადლობა მათ შორის, ქალბატონ რობერტა მეცოლას იმისთვის, რომ დამკვიდრდა ამის შემდეგ უკვე სწორი პრაქტიკა. ასეთი რეზოლუციები უკვე დიდი ხანია, აღარ მიიღება ევროპარლამენტის მხრიდან. შესაბამისად, კარგია, რომ ჩვენმა რეაქციამ გავლენა იქონია პროცესების სწორად განვითარებაზე. მე დეტალებში აღარ შევალ, რაში გამოიხატებოდა ის უხეში უსამართლობა, რაც დაფიქსირებული იყო ამ რეზოლუციებში, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ძალიან კარგია, რომ პრაქტიკა შეიცვალა, ასეთი ტიპის უსამართლო რეზოლუციები აღარ მიიღება ევროპარლამენტში. შესაბამისად, ლოგიკურად ასე უნდა ვიმსჯელოთ. შესაბამისად, ვივარაუდოთ და გამოვთქვათ ოპტიმისტურად იმედი, რომ ურთიერთობები განვითარდება პოზიტიური კუთხით. უახლოეს მომავალში, ზაფხულში ჩატარდება ევროპარლამენტის არჩევნები, ევროპარლამენტი თავიდან დაკომპლექტდება. რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ დაინტერესებული, განვაახლოთ ურთიერთობები ევროპარლამენტთან და გვქონდეს მჭიდრო ურთიერთობა, მათ შორის იმისთვის, რომ თუნდაც სამომავლოდ გამოირიცხოს ნებისმიერი გაუგებრობა“, - განაცხადა კობახიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S