Accentnews.ge
პრემიერი: საქართველო –ევროკავშირის ასოცირების საბჭო მეგობრულ და საქმიან რეჟიმში წარიმართა, გულწრფელი საუბარი გაიმართა რეფორმებზეც, რომელიც არის დაგეგმილი ჩვენი მხრიდან, მათ შორის 9 პრიორიტეტის ფარგლებში

პრემიერი: საქართველო –ევროკავშირის ასოცირების საბჭო მეგობრულ და საქმიან რეჟიმში წარიმართა, გულწრფელი საუბარი გაიმართა რეფორმებზეც, რომელიც არის დაგეგმილი ჩვენი მხრიდან, მათ შორის 9 პრიორიტეტის ფარგლებში

23/02/2024 11:18:35 პოლიტიკა

"საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭო მეგობრულ და საქმიან რეჟიმში წარიმართა, ეს იყო ფორმალობებისგან დაცლილი ცოცხალი დისკუსია",-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, "საბჭოს სხდომაზე გულწრფელი საუბარი შედგა ყველა საკითხზე, მათ შორის რეფორმებზე, რომელიც არის დაგეგმილი საქართველოს მხრიდან, მათ შორის 9 პრიორიტეტის ფარგლებში".

„საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭო ძალიან მეგობრულ რეჟიმში წარიმართა და ასევე, ძალიან საქმიან რეჟიმში, საბჭოს სხდომა. ეს იყო ფორმალობებისგან დაცლილი ცოცხალი დისკუსია. ძალიან გულწრფელი საუბარი შედგა ყველა საკითხზე, მათ შორის რეფორმებზე, რომელიც არის დაგეგმილი ჩვენი მხრიდან, მათ შორის 9 პრიორიტეტის ფარგლებში. ეს იყო მთავარი მიზეზი, რატომაც ასეთი შეფასება გაკეთდა ბატონი ბორელის მხრიდან საბჭოსთან დაკავშირებით. ყველა ვაფასებთ იმ მეგობრულ გარემოს, ბუნებრივია, რომელიც იყო ჩამოყალიბებული, დაფიქსირდა ასოცირების საბჭოზე“,- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S