ჰერჩინსკი: გვსურს, საქართველოს მთავრობა აქტიურად შეეწინააღმდეგოს ანტიდასავლურ რიტორიკას
23/02/2024 12:20:20 პოლიტიკა
საქართველოში ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ბლოკის სურვილია, საქართველოს მთავრობა აქტიურად შეეწინააღმდეგოს ანტიდასავლურ რიტორიკას.
"რაც შეეხება ანტიდასავლურ რიტორიკას, კიდევ ერთხელ გახსენებთ 9 ნაბიჯიდან პირველს. ჩვენ გვსურს საქართველო გახდეს ჩვენი ოჯახის წევრი. ამისთვის გვინდა, რომ საქართველო იქცეოდეს და მოქმედებდეს როგორც ერთ-ერთი ჩვენგანი. სწორედ ამიტომ გვინდა, საქართველომ გაზარდოს თანხვედრა ჩვენს უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკასთან. ჩვენ ასევე გვსურს, საქართველოს მთავრობა აქტიურად შეეწინააღმდეგოს ანტიდასავლურ რიტორიკას, რომლის უმეტესობა გარედან მოდის, ჩვენ, ყველამ ვიცით, საიდანაც", – განაცხადა ელჩმა.


