Accentnews.ge
ჰერჩისნკი: ევროკავშირის ლიდერებმა გადაწყვიტეს, რომ ყველაფერი გააკეთონ, რათა უკრაინამ გაიმარჯვოს

ჰერჩისნკი: ევროკავშირის ლიდერებმა გადაწყვიტეს, რომ ყველაფერი გააკეთონ, რათა უკრაინამ გაიმარჯვოს

23/02/2024 11:44:45 პოლიტიკა

საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის 2 წლისთავს ეხმიანება და აცხადებს, რომ ბლოკის ლიდერებმა გადაწყვიტეს, უკრაინის გამარჯვებისთვის ყველაფერი გააკეთონ.

"ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ. უკრაინას აქვს სრული უფლება დაიცვას საკუთარი თავი. როგორც ევროკავშირი, მოწოდებული ვართ, დავეხმაროთ უკრაინას პოლიტიკურად, ეკონომიკურად, ფინანსურად, ჰუმანიტარული დახმარებით, ასევე სამხედრო კუთხით. ვამაყობ, რომ რამდენიმე კვირის წინ ევროკავშირმა ერთსულოვნად გადაწყვიტა, დახარჯოს 50 მილიარდი ევრო უკრაინის რეკონსტრუქციის მხარდასაჭერად. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის ლიდერებმა გადაწყვიტეს არა მხოლოდ უკრაინის გვერდით იყვნენ, რამდენს ხანსაც საჭირო იქნება, არამედ ყველაფერი გააკეთონ, რაც საჭიროა, რათა უკრაინამ გაიმარჯვოს", - ამბობს ჰერჩინსკი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S