ჭიაბერაშვილი: "ივანიშვილის რეჟიმმა ყველაფერი გააკეთა, რომ დავცილებოდით ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებს"
23/02/2024 14:04:14 პოლიტიკა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მიმართულების მდივანი ზურაბ ჭიაბერაშვილი პრემიერ–მინისტრმა ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმიანება.
"განვლილი 12 წლის განმავლობაში ივანიშვილის რეჟიმმა ყველაფერი გააკეთა, რომ დავცილებოდით ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, ამ დროს შეერთებული შტატების მხარდაჭერაზე დიდად არის დამოკიდებული საქართველოს განვითარება, ინვესტიციების შემოსვლა სამუშაო ადგილების შექმნა, ხალხის ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა და რა თქმა უნდა წარმოუდგენელია ეს გამოასწოროს ივანიშვილის რეჟიმმა. ეს ყველაფერი, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა, იმისათვის, რომ ჩვენი მოქალაქეების ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალოს, 2024 წლის არჩევნების შემდგომ, ჩვენი გამარჯვების შემდგომ კოალიციური მთავრობის მიერ განხორციელდება“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.


