Accentnews.ge
უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული: "მივმართეთ საქართველოს მთავრობას და ვთხოვეთ, რომ საინჟინრო ტექნიკა მოგვაწოდონ"

უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული: "მივმართეთ საქართველოს მთავრობას და ვთხოვეთ, რომ საინჟინრო ტექნიკა მოგვაწოდონ"

23/02/2024 13:25:49 პოლიტიკა

უკრაინა საქართველოს მთავრობას საინჟინრო ტექნიკის გადაცემას სთხოვს. ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ოლექსანდრ შულგამ ჟურნალისტებს განუცხადა.

ოლექსანდრ შულგამ ასევე ისაუბრა იმის შესახებ, რა დახმარებაც გაუწია საქართველომ უკრაინას ომის დაწყების შემდეგ.

„დახმარება არასდროს შეიძლება იყოს საკმარისი. ჩვენ მივმართეთ საქართველოს მთავრობას, ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნების მთავრობებს, ბევრი წერილი გავაგზავნეთ. ყველა ქვეყანა თვითონ წყვეტს, როგორ შეუძლია დახმარების გაწევა. ვიღაც ჰუმანიტარულ დახმარებას გვაწვდის, ზოგი – ფინანსურს, ზოგი სამხედრო დახმარებას გვიწევს, უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას ახორციელებს. 2022-2023 წლებში 500 გენერატორი გაიგზავნა საქართველოდან, ასევე სხვადასხვა სახის ტვირთი, მედიკამენტები. ახლა ჩვენ მივმართეთ საქართველოს მთავრობას და ვთხოვეთ, საინჟინრო ტექნიკა მოგვაწოდონ, რადგან იმ პირობებში, როცა მუდმივად იბომბება უკრაინის ინფრასტრუქტურა, აუცილებელია ნანგრევებისგან გასუფთავება. ამ ყველაფერს განიხილავს ქართული მხარე და იმედი გვაქვს, მალე მივიღებთ პასუხს ამის შესახებ. 2022 წლის 24 თებერვალს, როცა რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, არავინ ელოდა, რომ უკრაინა შეძლებდა ორ დღეზე მეტხანს გაძლებას. უკვე ვხედავთ, რომ ორი წელი გავიდა, რაც უკრაინა წინააღმდეგობას უწევს, რუსეთის ყველა თავდასხმას იგერიებს, იგერიებს რუსეთის სამხედრო პოტენციალს, ანადგურებს საზღვაო ფლოტს. გარდა იმისა, რომ შევძელით, ვდგავართ ფეხზე და წინააღმდეგობას ვუწევთ, ურაინის ირგვლივ ჩვენ კონსოლიდაცია მოვახდინეთ მსოფლიო თანამეგობრობის. ყველა ცივულიზებული ქვეყანა დღეს მხარს უჭერს უკრაინას და დახმარებას აწვდიან. ამიტომ, პირველ რიგში, გვინდა, მადლობა გადავუხადოთ ყველა პარტნიორს, საქართველოს, დახმარებისთვის, მოხალისეებისთვის. ვიცით, რომ მოხალისეები უკრაინელ დებსა და ძმებთან ერთად იბრძვიან, ათავისუფლებენ უკრაინულ ქალაქებს. სამწუხაროდ, ისინი სისხლს ღვრიან და სიცოცხლეს კარგავენ“, – განაცხადა, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ცნობით, ოლექსანდრ შულგამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S