Accentnews.ge
„აგრესორზე ერთობლივი ზეწოლა მნიშვნელოვანია“ - ზელენსკი ზურაბიშვილს მადლობას უხდის

„აგრესორზე ერთობლივი ზეწოლა მნიშვნელოვანია“ - ზელენსკი ზურაბიშვილს მადლობას უხდის

25/02/2024 11:00:58 პოლიტიკა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ქართველ კოლეგას სალომე ზურაბიშვილს მადლობას უხდის რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ორი წლის თავზე კიდევ ერთხელ გამოხატული სოლიდარობისთვის და მიმართავს:

„აგრესორზე ერთობლივი და ძლიერი ზეწოლა მნიშვნელოვანია, რათა ყველა მისი მეზობელი ერი თავისუფალი დარჩეს“.

„ძალიან ვაფასებთ საქართველოსა და მის თავისუფლების მოყვარე ერს“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X–ზე.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 24 თებერვალს ვიდეომიმართვაში სადაც განაცხადა, რომ „ორი წელი გავიდა, მაგრამ რუსეთმა ვერ გაიმარჯვა, ვერ შეძლო უკრაინის სიმტკიცის გატეხა“.

„რუსეთმა ვერ შეძლო ევროპის დაყოფა და თქვენგან ევროპის გამოყოფა. თქვენს მიმართ სოლიდარობა ერთსულოვანია, მხარდაჭერა სახეზეა და წარმატება და გამარჯვება თქვენია!“ - თქვა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S