Accentnews.ge
პრეზიდენტი: წარსულის გაკვეთილების დამახსოვრება აუცილებელია მომავლის დასაცავად

პრეზიდენტი: წარსულის გაკვეთილების დამახსოვრება აუცილებელია მომავლის დასაცავად

25/02/2024 11:06:59 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება საბჭოთა ოკუპაციის დღეს X-ზე ეხმიანება.

მისი თქმით, საქართველო თავისუფალი და მტკიცეა და ვერავინ გადაიყვანს გზიდან.

"25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა. წარსულის გაკვეთილების დამახსოვრება აუცილებელია მომავლის დასაცავად.

დღეს დამოუკიდებლობამ და თავისუფლებამ გაიმარჯვა. რუსეთის იმპერიალისტური მცდელობები, გამოსცადოს ჩვენი არჩევანი ოკუპირებული ტერიტორიებით და ჰიბრიდული ზომებით, ვერ აღადგენს წარსულს.

საქართველო დგას თავისუფფლად და მტკიცედ, დაიძრა ევროპისკენ და ვერავინ გადაახვევინებს გზიდან, რომელიც ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანია",– ამბობს პრეზიდენტი.

საბჭოთა ოკუპაციიდან 103 წელი გავიდა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით დროშები დაეშვა ადმინისტრაციულ შენობებზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ საქართველოს პარლამენტის დადგენილებით არის გამოცხადებული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S