Accentnews.ge
კობახიძე: ორი წელი გავიდა უკრაინაში ომის დაწყებიდან, ჩვენც გადავიტანეთ ერთგვარი ომი

კობახიძე: ორი წელი გავიდა უკრაინაში ომის დაწყებიდან, ჩვენც გადავიტანეთ ერთგვარი ომი

26/02/2024 07:40:48 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომა საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლთა შესახებ და უკრაინაში ომის ორი წლისთავთან დაკავშირებით საუბრით დაიწყო. მისი თქმით, რუსეთის სამხედრო აგრესია და ომის შედეგები "შეგვახსენებს, თუ რამდენად დიდია მშვიდობის ფასი".

"[ამ ორ წელში] განადგურდა უკრაინის ეკონომიკა, ინფრასტრუქტურა, დღეს ოკუპაციის ქვეშაა ორნახევარჯერ მეტი ტერიტორია, ვიდრე რუსეთს ომის დაწყებამდე ჰქონდა ოკუპირებული", - თქვა კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრმა საქართველოს კონტექსტშიც ახსენა ომი.

"ეს ყველაფერი შეგვახსენებს, თუ რამდენად დიდია მშვიდობის ფასი. ამ 2 წლის მანძილზე ჩვენც გადავიტანეთ ერთგვარი ომი, ეს ომი იყო რადიკალური ოპოზიციის და მისი მეგობრების წინააღმდეგ ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებისთვის. მადლობა ღმერთს, ამ ურთულეს ომში გაიმარჯვა სახელმწიფომ, გაიმარჯვა მშვიდობამ და ჩვენს ქვეყანას დღეს აქვს მშვიდობა, რომელიც ქმნის საფუძველს ჩვენი ქვეყნის შემდგომი წინსვლისთვის და განვითარებისთვის. ჩვენს მეგობარ უკრაინას კიდევ ერთხელ ვუსურვებ მშვიდობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას“,-განაცხადა კობახიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S