ჰერჩინსკი: ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს თანხვედრის მაჩვენებელი ამ მომენტისთვის საკმაოდ დაბალია
26/02/2024 11:01:23 პოლიტიკა
საქართველოში ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, "ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს თანხვედრის მაჩვენებელი ამ მომენტისთვის საკმაოდ დაბალია, განსაკუთრებით გაწევრიანების მსურველ სხვა ქვეყნებთან შედარებით".
„ჩვენ ვმუშაბთ საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ, რომ თანხვედრის მაჩვენებელი თანდათან გაიზარდოს, რათა იმ დროისთვის, როდესაც დადგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დრო, მისი საგარეო პოლიტიკა ევროკავშირის იდენტური იყოს. სამწუხაროდ, ამჟამად თანხვედრის მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია. პოზიციურია ის, რომ ეს მაჩვენებელი იზრდება, თუმცა საქართველოს ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვს გასავლელი იმისთვის, რომ ჰქოდეს იგივე პოზიცია საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში, როგორიც ევროკავშირს აქვს“, - აღნიშნა ელჩმა.


