Accentnews.ge
ელისაშვილი: ჩინეთთან ურთიერთობისას ნებისმიერი რამ მაშინებს, „ოცნება“ კი არის გალაღებული, მაგრამ ჩინეთის ერთი სოფელი რომ უვიზოდ დაიძრას, რას ვაკეთებთ მერე?

ელისაშვილი: ჩინეთთან ურთიერთობისას ნებისმიერი რამ მაშინებს, „ოცნება“ კი არის გალაღებული, მაგრამ ჩინეთის ერთი სოფელი რომ უვიზოდ დაიძრას, რას ვაკეთებთ მერე?

26/02/2024 12:37:54 პოლიტიკა

პარტია „მოქალაქეების“ წევრი დეპუტატის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, "ჩინეთთან, რომელსაც გამოკვეთილი პოლიტიკური და გეოპოლიტიკური ინტერესები აქვს, მსოფლიო ლიდერობისთვის იბრძვის, ნებისმიერი ნაბიჯი საფრთხილოა".

ალეკო ელისაშვილმა კომენტარი გააკეთა ჩინეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის დაწესებასთან დაკავშირებით.

„სიმართლე გითხრათ, ჩინეთთან ურთიერთობისას ნებისმიერი რამ მაშინებს. „ქართული ოცნება“ კი არის ძალიან გალაღებული და ამბობენ, რომ ძალიან კარგია. რავიცი, უვიზოდ რომ დაიძრან, ერთმა სოფელმა რომ გადაწყვიტოს, ჩამოვიდეს და ცოტა ხანი აქ დარჩეს, რას ვაკეთებთ მერე? ეს ნახევრად ხუმრობით, მაგრამ ხუმრობაც არაა. ჩინეთთან ნებისმიერი ნაბიჯი საფრთხილოა, „ქართულ ოცნებას“ რაც ახარებს, სიმართლე გითხრათ, იმაზე მე ცოტა გული მისკდება, რადგან არ ვიცი, უვიზო მიმოსვლა კარგი შედეგებით დამთავრდება თუ – ცუდით. ის განცდაც არ მაქვს, არიქა, მთელი საქართველო ელოდება, უვიზო გახდეს მიმოსვლა, რომ გაიქცნენ ჩინეთში, რაღაც გააკეთონ, მაგრამ პირიქით რომ მოხდეს, ეს ნამეტანი საშიშია. შეიძლება წაადგეს, შეიძლება – არა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ერთი ციდა საქართველოს ურთიერთობა ამხელა, უშველებელ ჩინეთთან, რომელსაც აშკარად ძალიან გამოკვეთილი პოლიტიკური და გეოპოლიტიკური ინტერესები აქვს, აშკარად მსოფლიო ლიდერობისთვის იბრძვის, ასეთ ქვეყანას გვერდზე რომ უდგები, მთლად თანაბარი ხალხი არ ვართ, შესაბამისად, ყველაფერი ძალიან ფრთხილად ასაწონ-დასაწონია“, – განაცხადა, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ცნობით, ალეკო ელისაშვილმა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ჩინეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა დააწესა.

ცნობისთვის: საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა 2023 წლის 11 სექტემბერს შემოიღო.

2023 წლის 31 ივლისს საქართველომ და ჩინეთმა გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S