Accentnews.ge
ხატია დეკანოიძე: იმუნიტეტი, რომელიც ექნება ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს, ვერ განაპირობებს მის დამოუკიდებლობას

ხატია დეკანოიძე: იმუნიტეტი, რომელიც ექნება ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს, ვერ განაპირობებს მის დამოუკიდებლობას

26/02/2024 13:41:45 პოლიტიკა

ნებისმიერი სახის იმუნიტეტი, რომელიც ექნება ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს, რა თქმა უნდა, ვერ განაპირობებს მის დამოუკიდებლობას, - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ წევრმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

"ცვლილებები, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ წარმოადგინა, ფასადურია", – განაცხადა მან.

მისივე თქმით, ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობას განაპირობებს გამჭვირვალე კონკურსით შერჩეული უფროსი და ამასთან, ბიუროსთვის საგამოძიებო ორგანოს დამატება.

ცნობისთვის: ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი ხელშეუხებლობის გარანტიით იქნება დაცული. "ინტერპრესნიუსის" ცნობით, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონით განისაზღვრება, რომ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი ხელშეუხებელია. შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს.

პროექტით განისაზღვრება, რომ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება, მისი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირადი გაჩხრეკა მხოლოდ პარლამენტის წინასწარი თანხმობით იქნება შესაძლებელი. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც პარლამენტს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს და თუ პარლამენტი 48 საათის განმავლობაში თანხმობას არ მისცემს, დაკავებული ან დაპატიმრებული ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. ამავე პროექტის გათვალისწინებით, უქმდება ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის ის საფუძველი, რომელიც დაკავშირებულია მიერ მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარებასა და სავალდებულო ნარკოლოგიური შემოწმების გავლისთვის თავის არიდებასთან.

პროექტის ავტორი და ინიციატორები არიან უმრავლესობის დეპუტატები: - ანრი ოხანაშვილი, ალუდა ღუდუშაური, ირაკლი შატაკიშვილი, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, მიხეილ სარჯველაძე, გურამ მაჭარაშვილი და ალექსანდრე ტაბატაძე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S