“გირჩი“ ოქროთი ვაჭრობის დღგ-გან გათავისუფლების ინიციატივით გამოდის
26/02/2024 14:02:40 პოლიტიკა
პოლიტიკური ჯგუფი “გირჩი“ ოქროთი ვაჭრობის დღგ-გან გათავისუფლების ინიციატივით გამოდის. შესაბამისი პროექტი პარტიამ პარლამენტს სესთავაზა.
როგორც “გირჩი“ განმარტავს, ოქროსა და ოქროს ნაკეთობებზე არსებული დამატებითი ღირებულების გადასახადი სტაბილური ინვესტიციების წახალისებას უშლის ხელს.
აღნიშნული საგადასახადო შეღავათი მიზნად ისახავს მოქალაქეების მიერ ოქროში - ისტორიულად სტაბილურ აქტივში ინვესტირების გამარტივებას.
პროექტის ინიციატორები არიან დეპუტატები: იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი, ალექსანდრე რაქვიაშვილი და ჰერმან საბო.


