საქართველოს გერმანიის ბუნდესთაგის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დელეგაცია ეწვევა
27/02/2024 10:43:59 პოლიტიკა
2024 წლის 27-29 თებერვალს გერმანიის ბუნდესთაგის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დელეგაცია საქართველოს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში გერმანიის საელჩოა ვრცელებს.
მისი ცნობით, დელეგაციის წევრები არიან პარლამენტარები სონია აიხვედე (SPD), იან პლობნერი (SPD), კარსტენ მიულერი (CDU/CSU), სუზანე ჰირლი (CDU/CSU), ჯანან ბაირამი (Bündnis 90/Die Grünen), ტორსტენ ლიბი (FDP) და შტეფან ბრანდნერი (AfD). დელეგაციის ხელმძღვანელია კომიტეტის თავმჯდომარე ელიზაბეტ ვინქელმაიერ-ბეკერი (CDU/CSU).
"ვიზიტის მთავარ თემებს წარმოადგენს დემოკრატიული ტრანსფორმაცია, კანონის უზენაესობა, ევროკავშირთან დაახლოება და ადამიანის უფლებების დაცვა საქართველოში.
თბილისში ყოფნის დროს დელეგაცია გამართავს მაღალი რანგის შეხვედრებს პარლამენტსა და სამინისტროებში, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. დელეგაციას ასევე სურს, ადგილზე გაეცნოს რეფორმებისა და პროექტების განხორციელების პროცესს. მაგალითად პარლამენტარები მოინახულებენ ერთ-ერთ პენიტენციურ დაწესებულებას და უკრაინელი ლტოლვილების პროექტს „უკრაინულ სახლში“, – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


