Accentnews.ge
ბოკუჩავა: საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების პოლიტიკურად ჩანაცვლება კომუნისტური ჩინეთით, საფრთხის შემცველია

ბოკუჩავა: საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების პოლიტიკურად ჩანაცვლება კომუნისტური ჩინეთით, საფრთხის შემცველია

27/02/2024 11:46:04 პოლიტიკა

საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების პოლიტიკურად ჩანაცვლება კომუნისტური ჩინეთით, საფრთხის შემცველია, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, ჩინეთთან უვიზო მიმოსვლა, ზოგადად ურთიერთობების გაღრმავების კომპონენტია.

"ზოგადად, ფინანსური ურთიერთობების გაღრმავება ჩინეთთან მნიშვნელოვანია, მაგრამ ევროკავშირის, აშშ-ს და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების პოლიტიკურად ჩანაცვლება კომუნისტური ჩინეთით, არის საფრთხის შემცველი. ერთ კითხვას დავსვამ, მათ შორის ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლებისთვის: ამდენი წლის განმავლობაში რატომ ვერ მოიპოვა მათმა ხელისუფლებამ უვიზო მიმოსვლა აშშ-სთან? ეს არის საკითხი, რომელიც ჯერ კიდევ 2012 წელს ისმებოდა და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ძალიან ბევრი მოქალაქისთვის უფრო აქტუალური და მნიშვნელოვანია, ვიდრე უვიზო მიმოსვლა ჩინეთთან“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის: ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის დაწესების გადაწყვეტილება მიიღო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S