რობინ დანიგანი: საქართველოს არც ერთი ქვეყანა არ უჭერს ისე ძლიერად მხარს, როგორც აშშ
28/02/2024 07:29:19 პოლიტიკა
საქართველოში აშშ-ის ელჩ რობინ დანიგანის განცხადებით, საქართველოს არც ერთი ქვეყანა არ უჭერს მხარს ისე ძლიერად, როგორც შეერთებული შტატები.
ამის შესახებ მან პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა.
„ჩემი, როგორც ელჩის ნომერ პირველი პრიორიტეტია, საქართველოსთან გავაღრმაო უკვე არსებული განსაკუთრებული მეგობრობა პარტნიორობა. კვირას ჩვენ აღვნიშნეთ საბჭოთა ოკუპაციის დღე, საქართველოს ტრაგიკული ანექსიის დღე, წლების შემდეგ საქართველომ მოიპოვა დამოუკიდებლობა. საქართველოს არც ერთი ქვეყანა არ უჭერს მხარს ისე ძლიერად, როგორც შეერთებული შტატები. ბოლო 32 წლის განმავლობაში ჩვენ ექვს მილიარდ დოლარზე მეტი გვაქვს დახმარების სახით საქართველოსთვის გაწეული. ეს პარტნიორობა ორივე ქვეყნისთვის ხელსაყრელია. ის ქართველები, ვისაც შევხვედრილვარ, ვისი ცხოვრებაც შეიცვალა ამ პარტნიორობით, ძალიან ბევრი შემხვედრია ასეთი – ოფიცერი, მესაზღვრე, სამხედრო, ბევრი პროფესორი, სტუდენტი, ფერმერები, მცირე ბიზნესები. აშშ-მა ხელი შეუწყო საქართველოს თავისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში. მოვამზადეთ საქართველოს მესაზღვრეები, 1 600-მა ადამიანმა ისარგებლა სამხედრო განათლებით აშშ-ში. საქართველო აღვჭურვეთ ნატო-სთან თავსებადი აღჭურვილობებით. აშშ არის, თუ ერთადერთი არა, ერთ-ერთი ყველაზე მყარი მხადამჭერი საქართველოსი“, – განაცხადა დანიგანმა.


