Accentnews.ge
ელჩი: აშშ გააგრძელებს მუშაობას ყველა მხარესთან, რათა უზრუნველვყოთ, ქართველებმა იცოდნენ, რომ მათი ხმები სამართლიანად იქნება დათვლილი, პროცესი - თავისუფალი და სამართლიანი

ელჩი: აშშ გააგრძელებს მუშაობას ყველა მხარესთან, რათა უზრუნველვყოთ, ქართველებმა იცოდნენ, რომ მათი ხმები სამართლიანად იქნება დათვლილი, პროცესი - თავისუფალი და სამართლიანი

28/02/2024 08:45:34 პოლიტიკა

საქართველოში აშშ–ის ელჩ რობინ დანიგანის განცხადებით, აშშ გააგრძელებს მუშაობას ყველა მხარესთან, რათა უზრუნველვყოთ, ქართველებმა იცოდნენ, რომ მათი ხმები სამართლიანად იქნება დათვლილი, პროცესი - თავისუფალი და სამართლიანი.

როგორც მან პარლამენტში საკომიტეტო მოსმენისას განცხადა, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები დემოკრატიის ქვაკუთხედია.

"მოხარული ვარ, რომ პრემიერ-მინისტრი NATO-ს ელჩებს შეხვდა და კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ალიანსში მისწრაფება, რასაც ჩვენ ასევე მტკიცედ ვუჭერთ მხარს. ასე რომ, თქვენ ყველას წინ ძალიან დატვირთული წელი გაქვთ, რადგან თქვენ მუშაობთ აუცილებელი ნაბიჯების შესასრულებლად საქართველოს ევროატლანტიკური გზის წინსვლისთვის და ასევე, როდესაც ემზადებით არჩევნებისთვის. მე პირადად ვესაუბრე რამდენიმე თქვენგანს არჩევნების შესახებ და ვიცი, რომ იზიარებთ ჩვენს შეხედულებას, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები დემოკრატიის ქვაკუთხედია. შეერთებული შტატები გააგრძელებს მუშაობას ყველა მხარესთან, პარლამენტთან, მთავრობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, ოპოზიციურ პარტიებთან და განსაკუთრებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, რათა უზრუნველვყოთ, რომ ქართველებმა იცოდნენ, რომ მათი ხმები სამართლიანად იქნება დათვლილი, ხმის მიცემა ფარული და პროცესი თავისუფალი და სამართლიანი", – განაცხდა ელჩმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S