Accentnews.ge
ელჩი: აშშ–საქართველოს შორის ორმხრივმა ვაჭრობამ გასულ წელს ყველა დროის მაქსიმუმს – 2 მლრდ დოლარს მიაღწია, მაგრამ ეს ჩემთვის საკმარისი არ არის

ელჩი: აშშ–საქართველოს შორის ორმხრივმა ვაჭრობამ გასულ წელს ყველა დროის მაქსიმუმს – 2 მლრდ დოლარს მიაღწია, მაგრამ ეს ჩემთვის საკმარისი არ არის

28/02/2024 08:53:20 პოლიტიკა

საქართველოში აშშ–ის ელჩ რობინ დანიგანის განცხადებით, აშშ–საქართველოს შორის ორმხრივმა ვაჭრობამ გასულ წელს ყველა დროის მაქსიმუმს – 2 მლრდ დოლარს მიაღწია. ამის შესახებ მან პარლამენტში საკომიტეტო მოსმენისას განცხადა.

"ჩემთვის კიდევ ერთი მთავარი პრიორიტეტია შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ეკონომიკური კავშირების გაფართოება. ჩვენმა ორმხრივმა ვაჭრობამ გასულ წელს მიაღწია ყველა დროის მაქსიმუმს – 2 მილიარდ დოლარს, მაგრამ ეს ჩემთვის საკმარისი არ არის. მე მინდა, მეტი გავაკეთოთ. ჩვენ გვაქვს აშშ-ს მთავრობის პროგრამების ფართო სპექტრი, რათა დავეხმაროთ საქართველოს ექსპორტში ახალ ბაზრებზე. ივნისში მე ვუხელმძღვანელებ ქართული კომპანიების დელეგაციას შეერთებულ შტატებში, რათა მონაწილეობა მიიღონ SelectUSA-ში, ჩვენს მთავარ საინვესტიციო და ეკონომიკურ კონფერენციაში. მინდა ვთქვა, რომ ორმხრივი ვაჭრობა და ინვესტიციები ჩვენს ქვეყანაში უფრო დიდია, ვიდრე ოდესმე. ჩვენი ეკონომიკური კავშირების განმტკიცების ფარგლებში, მე ასევე მტკიცედ დავუჭერ მხარს საქართველოს როლს "შუა დერეფანში", – განაცხადა ელჩმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S