Accentnews.ge
ელჩი: ჩვენი სამხედრო პარტნიორობა ნამდვილად არის აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის საფუძველი

ელჩი: ჩვენი სამხედრო პარტნიორობა ნამდვილად არის აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის საფუძველი

28/02/2024 09:02:08 პოლიტიკა

"ჩვენი სამხედრო პარტნიორობა ნამდვილად არის აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის საფუძველი", – ამის შესახებ საქართველოში აშშ–ის ელჩმა რობინ დანიგანმა პარლამენტში საკომიტეტო მოსმენისას განცხადა.

მან საქართველოს თავდაცვის ძალებს მადლობა გადაუხადა:

"კიდევ ერთი მთავარი პრიორიტეტი, რომლის განხილვაც დღეს მსურს, არის აშშ-ის ერთგულება, მხარი დაუჭიროს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მათ შორის, საქართველოს დახმარებით დაიცვას საკუთარი თავი და შეაჩეროს შესაძლო შემდგომი აგრესია. ჩვენი სამხედრო პარტნიორობა ნამდვილად არის აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის საფუძველი. ჩვენი სამხედროები ერთად იწვრთნებიან, ერთად იბრძვიან და შედეგად შექმნეს ღრმა და ხანგრძლივი კავშირები. ისინი ერთად უზრუნველყოფდნენ საქართველოს შეიარაღებული ძალების ნატო–სთან თავსებადობას. როგორც გასულ თვეში საქართველოში ვიზიტისას ჩვენმა გენერლებმა ხაზგასმით აღნიშნეს, ამ პარტნიორობამ არა მხოლოდ გააძლიერა საქართველოს არმია, ამან გაგვაძლიერა ჩვენ და მადლობელი ვართ საქართველოს თავდაცვის ძალების მხარდაჭერისთვის, რომელიც თქვენ გაგვიწიეთ წლების განმავლობაში".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S