Accentnews.ge
პაპუაშვილი: არ მგონია, საქართველო თავისი 3.5 მილიონი მოსახლეობით რამე საფრთხეს წარმოადგენდეს მიგრაციის მხრივ აშშ-სთვის

პაპუაშვილი: არ მგონია, საქართველო თავისი 3.5 მილიონი მოსახლეობით რამე საფრთხეს წარმოადგენდეს მიგრაციის მხრივ აშშ-სთვის

28/02/2024 10:05:21 პოლიტიკა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს სურვილია, აშშ-სთან უვიზო მიმოსვლა, პირდაპირი ფრენა დაიწყოს, გაიზარდოს ამერიკული ინვესტიციები, რასაც აშშ-სგან "წახალისება სჭირდება".

პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ საქართველო ამ მიმართულებით დგამს ნაბიჯებს – შექმნილია ხელშემწყობი საინვესტიციო გარემო, კონტროლდება, რომ აშშ-ში ვერ შევიდნენ ისეთი ადამიანები, რომელიც შესაძლოა, არასასურველი იყოს აშშ-სთვის.

„ამერიკის მოქალაქეებს საქართველოში აქვთ უვიზო რეჟიმი. გასაგებია და სწორია, რომ ზოგადად ამერიკას ბევრ ქვეყანასთან არ აქვს უვიზო მიმოსვლა, მაგრამ მაგალითად არაღიარებულ სახელმწიფო ტაივანთან აქვს უვიზო მიმოსვლა და არ მგონია, საქართველო თავისი 3.5 მილიონი მოსახლეობით რამე საფრთხეს წარმოადგენდეს მიგრაციის მხრივ აშშ-სთვის. უვიზო მიმოსვლა იქნებოდა კიდევ ერთი კარგი ჟესტი ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისი განწყობის ჩვენება ქართველი ხალხის მიმართ.

რაც შეეხება ავიამიმოსვლას, ჩვენი მხრიდან არის აბსოლუტური მზაობა, ხელი შეეწყოს ნებისმიერ ამერიკული ავიაკომპანია იქნება თუ სხვა, რომ მოხდეს ეს ფრენები. შესაძლოა, ჩვენი მხრიდან საჭირო იყოს თუ კი რამე დახმარება, დავეხმარებით, აშშ-ის მხრიდან შესაძლოა გარკვეული ბიძგი ან წახალისება მოხდეს ავიაკომპანიების, რომ ეს რეისები დაინიშნოს“, – განაცხადა პაპაუაშვილმა და დასძინა, რომ უვიზო მიმოსვლა და პირდაპირი ფრენა წაახალისებს ხალხთა შორის და ეკონომიკურ ურთიერთობას.

მანამდე პრემიერ–მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოსადმი ჩინეთისა და აშშ-ის დამოკიდებულება ერთმანეთს შეადარა, ხაზი გაუსვა ჩინეთის მზარდ ინტერესს, ხოლო აშშ-ის შემცირებულს.

იხილეთ ასევე: რატომ ალაპარაკდა თბილისი ვაშინგტონთან ურთიერთობებში „სისუსტეებზე“

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S